სკანდალი „ჩელსიში“ - კურტუამ ლონდონში თამაშზე უარი განაცხადა
როგორც სჩანს, ლონდონის „ჩელსის“ აგვისტოს თვეში სერიოზული აქტიურობა მართებს, ვინაიდან ბელგიელმა კიპერმა, ტიბო კურტუამ კლუბს ულტიმატუმი წაუყენა...
ბელგიელ კიპერს შვებულების ვადა 5 აგვისტოს ეწურება და კატეგორიულად მოითხოვს, რომ მიმდინარე კვირის ბოლომდე მადრიდის „რეალთან“ შეთანხმება შედგეს. ტიბოს „არისტოკრატთა“ კარის დაცვა აღარ სურს.
გავრცელებული ინფორმაციით, კურტუა „ჩელსის“ დაუკავშირდა და აცნობა, რომ მის შემცვლელზე აქტიურობა დასკვნით ფაზაში შეიყვანონ, ვინაიდან ლონდონში დაბრუნებას აღარ აპირებს.
როგორც სჩანს, მიმდინარე კვირის ბოლომდე ბევრ ასპექტს მოეფინება ნათელი.
- 31 ივლისი 2018
- 5 527
- 18