რონალდუ;„„რეალის“ გარეშე მიჭირს, რადგან იქ ბევრი მეგობარი მყავს, თუმცა წინ სიახლეებია“
კრიშტიანო რონალდუ ტურინის „იუვენტუსში“ გამოცხადდა, პორტუგალიელი ფეხბურთელი პრე-სეზონს იწყებს, შესაბამისად დღეს სამედიცინო შემოწმება გაიარა, ის სრულფასოვნად ჯანმრთელია და მზად არის, გუნდს შეუერთდეს და დატვირთვა მიიღოს...
„ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება. ტურინის „იუვენტუსში“ ტიტულების მოგებას ვგეგმავ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ვფიქრობ, სერია „ა“-ს მოგება იოლი არცერთი გუნდისთვის არ არის. იმედი მაქვს, ამ ჩემპიონატის ოქროს მედლის სიხარულს მეც შევიგრძნობ, თუმცა უმთავრესი ამოცანა რა თქმა უნდა ჩემპიონთა ლიგაა. „ბებერ ქალბატონთან“ ერთად გამარჯვება შესანიშნავი იქნება, ვინაიდან ამ გუნდს უკვე დიდი ხანია თასი არ მოუგია.“
„თუ ჩემპიონობას შევძლებ, მესამე გუნდის რიგებში მოვახერხებ ოქროს მედლის მიღებას. „იუნაიტედთან“ და „რეალთან“ ერთად გატარებული დრო და მოგებული თასები არასდროს დამავიწყდება, ახლა კი იგივეს გაკეთებას ტურინულ კლუბთან ერთად ვგეგმავ.“
„„რეალი“? დიახ მიჭირს ამ გუნდის გარეშე, რადგან იქ უამრავი მეგობარი დავტოვე, მაგრამ პროფესიონალი ვარ და ყველა წუთი, რომელსაც ფეხბურთელის რანგში ვატარებ უნდა გამოვიყენო, მეგობრები არასდროს გაწყვეტენ ჩემთან ურთიერთობას, კარიერის განვითარებისთვის კი მოდუნება არ არის გამოსავალი, ძალიან დიდი მოტივაციით ვაპირებ ასპარეზობას.“
- 30 ივლისი 2018
- 8 219
- 19
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.