„მანჩესტერი“ კროოსში რეკორდულ თანხას იხდის
ბრიტანულ გამოცემებზე დაყრდნობით, მანჩესტერ „იუნაიტედმა“ მადრიდის „რეალს“ საოცარი წინადადებით მიმართა, რომელიც ტონი კროოსს უკავშირდება...
ინგლისური მხარე მზად არიან, კროოსის სანაცვლოდ 125 მილიონ ევროს შეელიოს. იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება შედგება, სახეზე ახალი რეკორდი გვექნება. გერმანელი ნახევარმცველი გახდება „რეალის“ ყველაზე ძვირადგაყიდული ფეხბურთელი და გააუმჯობესებს კრიშტიანო რონალდუს 105 მილიონ ევროიან მაჩვენებელს.
გარდა ზემოხსენებულისა, აღსანიშნავია, რომ „რეალმა“ წლების წინ ტონის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ 125 მილიონის მიღების შემთხვევაში გაცემულ თანხას, მიღებული თანხა 100 მილიონი ევროთი გადააჭარბებს.
- 24 ივლისი 2018
- 5 705
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.