„რეალში“ მეკარეთა წმენდა იწყება
მადრიდის „რეალის“ საკუთრებაში არაერთი მეკარეა, გუნდს კი მაქსიმუმ 3 კარის დარაჯი სჭირდება...
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფლორენტინო პერესი იჯარით გაშვებულ ლუკა ზიდანს გუნდში აღარ დააბრუნებს.
იმ შემთხვევაში თუ კოლექტივში ტიბო კურტუა ჩაირიცხება, კეილორ ნავასსაც მოუწევს აბარგება. გარდა ამისა ვრცელდება ინფორმაცია, რომ „რეალს“ კიკო კასილიაც გამოემშვიდობება, ვინაიდან პერესმა ანდრეი ლუნინი დაიმატა, რომელიც ჯერ-ჯერობით მეორე კიპერის სტატუსს მოირგებს.
„ბლანკოსის“ მიზანია მომდევნო სეზონში კარის დარეჯებად ტიბო კურტუა, ანდრეი ლუნინი და კიდევ ერთი კასტილიელი კიპერი მოგვევლინოს.
- 24 ივლისი 2018
- 3 975
- 4