"ხეტაფე" - "რეალი". პრევიუ

მატჩის პრევიუ...

სრული სახელი: საფეხბურთო კლუბი "ხეტაფე"

ქალაქი: მადრიდი

დაარსების წელი: 1983

მთავარი მწვრთნელი: ხოსე მიგელ გონსალეს მარტინ დელ კამპო მიჩელი

სტადიონი: კოლისეუმ ალფონსო პერესი

ზედმეტსახელი: აზულონესი

წლევანდელი დერბი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. როგორც ვიცით, "ხეტაფე" "რეალისთვის" უხერხული მეტოქეა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ისევე როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდიც დანაკლისებით დაიწყებს თამაშს. ამ მატჩში ყოველთვის დიდი დაძაბულობა მძვინვარებს. აზულონესის ყოფილი მოთამაშე გრანერო, ახლა მათ წინააღმდეგ გაირჯება.

მადრიდის "რეალს" ამ კლუბისთვის ორჯერ სეზონში არასოდეს არ მოუგია. ბლანკოსმა სტუმრად ბოლოს 2007/08 წლებში იმარჯვა, მაგრამ ამავე წრის მეორე შეხვედრაში, სანტიაგო ბერნაბეუზე, გუნდებმა შეხვედრა ყაიმით დაასრულეს. ასე, რომ სტატისტიკურად დღეს მადრიდელთა მოგების შანსი ძალიან მცირეა.

"ხეტაფე" - "რეალი".  პრევიუ


კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი გახლავთ, ის რომ ერთ დროს ინჩასების საყვარელი ფეხბურთელი მიჩელი, ამჟამად მათ წინააღმდეგ წარსდგება, რაც მის გუნდს დამატებით სტიმულს ანიჭებს. ვნახოთ, ისეთივე დონის თავკაცი არის თუ არა იგი, როგორიც ფეხბურთელობის დროს იყო.

ამ მომენტისთვის "ხეტაფე" მერვე პოზიციას იკავებს და ამ კლუბის აქტივში 37 ქულაა. 11 მოგება, 4 ფრე, 12 წაგება - ეს არის მადრიდული კლუბის მონაგარი. ლურჯები სახლში ცუდად არ გამოიყურებიან. მათ მხოლოდ სამი მატჩი წააგეს საკუთარ კედლებში. ეს სტატისკიტაც ურთულებს მადრიდელებს საქმეს.


არასტაბილურობა - მხოლოდ ამ ნაკლს თუ დავუნახავთ მიჩელის გუნდს. მათ შეუძლიათ ისეთ გუნდებზე გამარჯვება, როგორიც თუნდაც "ბარსელონა" და "რეალია", მაგრამ ამავე დროს ხეტაფეს ძალიან სენსაციური გამოსვლა ახასიათებს სუსტ გუნდებთან.

ამის გარდა არსებობს კიდევ ერთი ტენდენცია. როდესაც მიჩელის შეგირდება ეთამაშებიან გუნდს, რომელიც ცხრილში ზევით იმყოფება, მაშინ ამ კლუბს ფეხბურთელს ყოველთვის უგდებენ ხოლმე.

შემადგენლობები:

დავიწყოთ მეკარის გარჩევა. მადრიდულ კლუბში ორი ძალიან კარგი მეკარე ირიცხება: კოდინა და უსტარი. ყოფილი სამეფო კლუბელი, ხორდი კოდინა ამ ბოლო დროს შესანიშნავ რეაქციას ავლენს. მითუმეტეს ამის დანახვა ბოლო მატჩებიდან შეიძლება. ამ ყველაფრით კი უსტარი უკმაყოფილოა, რომელსაც სურს მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლა, ამისათვის კი რა თქმა უნდა პრაქტიკაა საჭირო.

დაცვაში გუნდს დიდი პრობლემები აქვს. როგორც ვიცით, დერბიში მონაწილეობას კატა დიასი ვერ მიიღებს, რაც ხეტაფესთვის უდიდესი დანაკლისი იქნება, ვინაიდან მიჩელს მისი ალტერნატივა არ ჰყავს. ამის გარდა გუნდს მიგელ ტორესიც დააკლდება. ამ უკანასკნელს სავარაუდოთ დავიდ კორტესი შეცვლის, რომელზეც უდიდეს იმედებს ამყარებენ. დაცვის ცენტრში სავარაუდოდ რაფა და მარიო ითამაშებენ. მარიო ცნობილია უხეშობით. მას ძალიან უყვარს მოწინააღმდეგის ფეხის მონადირება, მაგრამ ამ ბოლო დროს ის ამას გადაეჩვია.

ახლა რაც შეეხება ნახევარდაცვას. ამ პოზიციაზე გუნდს კიდევ ერთი "ვითომ" მაკელელე ჰყავს. ბუატენგი ამ ბოლო დროს მიჩელის იმედებს ნამდვილად ამართლებს. ბოატენგს არ აქვს კარგი ტექნიკა, მაგრამ ცენტრს ის ნორმალურად აკონტროლებს. მასთან ერთად კი სავარაუდოდ პეპეს "საუკეთესო მეგობარი" კასკერო ითამაშებს.

"ხეტაფე" - "რეალი".  პრევიუ


ფლეი-მეიქერის როლს კი ყოფილი კანტერანო, დანი პარეხო შეასრულებს, რომელმაც ძალიან კარგად გაიარა ადაპტაცია მის ამჟამინდელ კლუბში. დანის როგორც ვიცით, გუტის ამსგავსებენ, რადგან ისიც კარგი პასებით გამოირჩევა.

მარჯვენა ფლანგზე კითხვის გარეშე პედრო ლეონი იასპარეზებს. მას კარგად შეუძლია სტანდარტების შესრულება და სახიფათო ჩაწოდებების გაკეთება. ამის გარდა ის ბურთსაც ნორმალურად ფლობს.

მარცხენა ფლანგზე კი ორი კანდიდატი იქნება: მანუ დენ მორალი და გავილანი. გავილანი ვერ ამართლებს მის იმედებს. იგი ძალიან არასტაბილურია. ხოლო დენ მორალს კი ამ ბოლო დროს ბევრი გოლი გააქვს.

არ უნდა დაგვავიწყდეს პეპეს კიდევ ერთი კარგი "მეგობარი" ხუან ალბინი, რომელიც შეტევაში ძალიან სახიფათოა. მის გარდა ადრიანიც საკმაოდ შედეგიანად ასპარეზობს.

თავდასხმაში გუნდს, მისი საუკეთესო ბომბარდირი სოლდადო დააკლდება, რომელსაც გოლი გოლზე გააქვს. მის ალტერნატივად კი მიკუ გვევლინება, რომელიც არც თუ ისე ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს.

არაა საჭრიო მთავარ მწვრთნელზე საუბარი. ის უბრალოდ გენიალურად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. მიჩელი ჟოზე მაურინიოსთან ერთად ითვლება მადრიდის "რეალის" თავკაცობის კანდიდატი.

თამაშს განსჯის ფერნანდო ბორბალანი. ამ მსაჯის ჩატარებული შეხვედრების დროს "რეალმა" 8-ჯერ მოიგო, სამჯერ ფრე ითამაშა და სამჯერაც დამარცხდა. ხოლო "ხეტაფემ" კი 6-ჯერ მოიგო, 3-ჯერ ფრე ითამაშა და 4-ჯერ წააგო.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)