ოდრიოზოლა:„რონალდუ წარსულში დარჩა“
ალვარო ოდრიოზოლამ „რეალის“ ფეხბურთელის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა...
„მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფები და მსოფლიოს საუკეთესო გუნდის ფეხბურთელების თანაგუნდელი გავხდი. ჩემთვის ეს დღე საოცარია, ვინაიდან ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ გეძლევა შანსი დაიცვა „ბლანკოსის“ ღირსება.“
„„რეალში“ ტიტულების მოსაგებად მოვედი, ამ კლუბში მაღალი სტანდარტებია, რაც მომცემს იმის საშუალებას, რომ გავიზარდო როგორც ფეხბურთელი და ადამიანი.“
„ლოპოტეგის კარგად ვიცნობ, ნაკრებში ის ჩემი მწვრთნელი იყო. ჟულიენმა მითხრა, რომ მძიმე შრომა და აურაცხელი რაოდენობის მოთხოვნის დაკმაყოფილება მომიწევს, თუმცა გამოწვევა მიღებულია.“
„რატომ „რეალი“? როდესაც ეს გუნდი კონტრაქტს გთავაზობს ფიქრის დრო არ არის, მაშინვე თანხმობა უნდა განაცხადო.“
„19 ნომერი თავად ავირჩიე და ვთვლი, რომ ამ ნომრით წარმატებით ვიასპარეზებ. ახლა ადაპტაციის დროა, ვეცდები დროულად შევეგუო კლუბს და ქალაქს.“
„კრიშტიანო რონალდუ „ბლანკოსის“ ლეგენდაა, მაგრამ მისი ეპოქა წარსულს ჩაბარდა, ჩვენ ახალი შემართებით და მოტივაციით უნდა ვიბრძოლოთ ტიტულებისთვის.“
- 18 ივლისი 2018
- 4 291
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.