მბაპე:„„რეალი“ რომ ამერჩია, დღეს შესაძლოა აქ არ ვყოფილიყავი“
კილიან მბაპე ლოტინი მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. წინახაზელმა 19 წლის ასაკში მოიგო მუნდიალი...
„უბედნიერესი ვარ და ვთვლი, რომ ყველაფერი წინ არის. 19 წლის ასაკში მუნდიალის მოგება უდიდესი ბედნიერებაა. დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემთან ერთად მუშაობდა და ამ დონემდე მომიყვანა.. დიდი მადლობა „პსჟ“-ს კოლექტივს.“
„„რეალი“? ყველამ კარგად იცის, რომ სამეფო კლუბს უდიდეს პატივს ვცემ და ბავშვობიდან ვქომაგობ, თუმცა ვთვლი, რომ „მერენგების“ არჩევის შემთხვევაში, დღეს მუნდიალის საუკეთესო ახალგაზრდად არ დამასახელებდნენ. შეუძლებელი იყო „ბლანკოსში“ გადავსულიყავი და იმდენი მეთამაშა, რამდენიც პარიზში ვითამაშე, პრაქტიკამ ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა.“
- 16 ივლისი 2018
- 7 071
- 9
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.