ვარანი:„სიტყვები არ მყოფნის“
რაფაელ ვარანმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას ემოციები ვერ დამალა...
„სიტყვების თქმა მიჭირს, საოცარი გრძნობები მეუფლება. 25 წლის ვარ და მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგე, ასევე საოცარი სეზონი მქონდა მადრიდის „რეალში“ და ჩემპიონთა ლიგას დავეუფლე.“
„ეს არის უნიკალური ეპოქა, რომელიც საფრანგეთის ნაკრებს აქვს. უნიჭიერესი და ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელები მოედანზე ნამდვილად სპექტაკლს დგამენ. ჩვენ ძალიან დიდი პერსპექტივა გვაქვს.“
- 16 ივლისი 2018
- 4 074
- 24