რონალდუ:„ჰალა მადრიდ, მე თქვენ მიყვარხართ“
კრიშტიანო რონალდუმ მადრიდის „რეალის“ ქომაგებს გამოსამშვიდობებელი სიტყვებით მიმართა...
„წლები, რომელიც მადრიდის „რეალში“ გავატარე ძალიან ბედნიერი იყო. ეს ეპოქა ჩემ ცხოვრებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდა, კარიერის მთავარი ეტაპი სწორედ „რეალს“ მივუძვენი.“
„მე შემიძლია მხოლოდ მადლობა გადავუხადო ყველას სითბოსთვის და სიყვარულისთვის. ჩემთვის რთული სათქმელია, მაგრამ მივდივარ.“
„გთხოვთ გამიგოთ და ჩემი გადაწყვეტილება არ გააკრიტიკოთ. მივიჩნიე, რომ ჩემ ცხოვრებაში ახალი ეტაპის დაწყების დრო მოვიდა, სწორედ ამიტომ ვთხოვე ხელმძღვანელობას ნებართვა, რომ კოლექტივი დამეტოვებინა.“
„არასდროს დამავიწყდება ის უნიკალური გზა, რომელიც მადრიდის „რეალთან“ ერთად გამოვიარე.“
„მადრიდელებთან ერთად ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ მოვიგე, ეს იყო საოცარი მომენტები. მე მყავდა დაუჯერებელი კლასის მქონე თანაგუნდელები, მათთან ერთად გატარებული წლები დაუვბიწყარია.“
„მადრიდის „რეალი“ ჩემი გულია. დიდ მადლობას ვუხდი პრეზიდენტს, დირექტორებს, კოლეგებს, მწვრთნელებს, სამედიცინო შტაბს და ასე შემდეგ.“
„მე მივდივარ, მაგრამ ეს მაისური, ეს გერბი და ეს სტადიონი ყოველთვის დარჩება ჩემ გულში.“
„ბოლო სიტყვებს კი კვლავ ისე ვიტყვი, როგორც 2009 წელს - Halaaa Madriiid“
- 10 ივლისი 2018
- 13 303
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.