კროოსი:„ძალიან იმედგაცრუებული ვარ“
ტონი კროოსი მუნდიალს გამოემშვიდობა. გერმანელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა...
„ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ჩემთვის ეს მომენტი კარიერაში ყველაზე მძიმეა.“
„საკლუბო დონეზე საოცარ შედეგებს მივაღწიე, ასევე წარმატებული ვიყავი სანაკრებო კარიერაშიც, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემ კარიერაში ისეთი მომენტი დადგებოდა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატს ჯგუფურ ეტაპზე გამოვეთიშებოდი.“
„შეცდომები ჩვენში უნდა ვეძებოთ და მომდევნო 2 წლის განმავლობაში ბევრი ვიმუშავოთ. ევროპის ჩემპიონატზე რეპუტაციის ამაღლებაზე მოგვიწევს ზრუნვა.“
„ახლა დასვენების დროა, შემდეგ კი მადრიდის „რეალს“ შევუერთდები და ახალი სეზონისთვის დავიწყებ მზადებას.“
- 28 ივნისი 2018
- 4 663
- 31