მარსელოს ტრავმა მძიმეა
სერბეთისა და ბრაზილიის ნაკრებ გუნდებს შორის დაპირისპირების პირველ ტაიმში მარსელო ვიეირამ ტრავმა მიიღო...
როგორც სჩანს, „რეალის“ ვიცე-კაპიტანს სერიოზული აღდგენითი კურსის გავლა მოუწევს.
ბრაზილიელ ფეხბურთელს მარჯვენა ფეხის კუნთზე აღენიშნება პრობლემები. წინასწარი დაკვირვების შედეგად სახეზეა კუნთის სერიოზული დაჭიმულობა, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა მარსელოს მყესი ჰქონდეს გაწყვეტილი, ამ შემთხვევაში კი ის რამდენიმე თვეს გამოტოვებს.
ასევე დიდია იმის შანსი, რომ ვიეირა „რეალს“ რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრაში ვერ დაეხაროს. მათ შორის არის ევროპის სუპერთასის შეხვედრები.
„მარკას“ ინფორმაციით, 2 დღეში ცნობილი გახდება ტრავმის ზუსტი სიმძიმე.
- 27 ივნისი 2018
- 4 947
- 20