„რეალმა“ ასენსიოს სანაცვლოდ 180 მილიონიანი წინადადება მიიღო
Bernabeu Digital კატალონიურ გამოცემა El Mundo Deportivo-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა მარკო ასენსიოს სანაცვლოდ 180 მილიონ ევროიანი წინადადება მიიღო...
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს საუბარი სწორედ 180 მილიონ ევროზეა, რომლის გადახდასაც პრემიერლიგიდან აპირებენ.
კერძოდ, დაინტერესებული მხარე „ლივერპული“ გახლავთ, რომელიც თვლის, რომ ესპანელ ფეხბურთელს უდიდესი მომავალი აქვს. ამასთანავე ანალოგიურ აზრზეა მადრიდული კოლექტივის ხელმძღვანელობა და ასენსიოს მომავლის ლიდერაც მიიჩნევს, თუმცა 180 მილიონი იმდენად დიდი თანხაა, რომ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შანსი მართლაც არსებობს.
- 23 ივნისი 2018
- 5 853
- 54
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.