ალკანტარას გამო „რეალს“ უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი ტოვებს
მადრიდის „რეალის“ ახალი მწვრთნელი, ჟულიენ ლოპოტეგი დაჟინებით მოითხოვს, რომ ფლორენტინო პერესმა „ბაიერნის“ ნახევარმცველი, ტიაგო ალკანტარა შეიძინოს. ლოპოტეგი ტიაგოში წარმატების გასაღებს ხედავს.
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ ექს ბარსელონელის ტრანსფერის შემთხვევაში „ბლანკოსს“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელი, მატეო კოვაჩიჩი გამოემშვიდობება, რომელსაც 3 შემოთავაზება აქვს. ხორვატი თვლის, რომ ესპანელთან გარიგების შემდეგ „მერენგების“ ნახევარდაცვაში კონკურენცია პიკს მიაღწევს, რაც მის კარიერულ წინსვლას ხელს შეუშლის.
- 21 ივნისი 2018
- 6 480
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.