ლოპოტეგი:„„რეალი“ ჩემი გულია, როდესაც პერესს შევხვდი მითხრა, რომ სახლში დავბრუნდი“
ჟულიენ ლოპოტეგიმ პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს სიტყვით მიმართა...
„ჩემ ცხოვრებაში განსაკუთრებული დღეა. როდესაც 18 წლის ვიყავი „კასტილიას“ მაისური მოვირგე, ის მომენტები არასდროს დამავიწყდება. ასევე არასდროს დამავიწყდება ის პერიოდი, როდესაც „კასტილიას“ ვწვრთნიდი. „მერენგების“ რიგებში დავბრუნდი და უდიდესი პასუხისმგებლობა ავიღე, ახლა მე მთავარი გუნდი უნდა გავწვრთნა.“
„ეჭვგარეშე უნდა ითქვას, რომ მომდევნო სეზონში საუკეთესო გუნდი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა წინამორბედმა ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგო, ჩვენ კვლავ ვეცდებით ევროპაში დაქუხებას, თუმცა არ დავივიწყებთ შიდა ტურნირებს.“
„ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასთან დაპირისპირება? მე მათგან მოლოცვა მივიღე. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ „რეალთან“ შევთანხმდი და ეს მათ ვაცნობე, ამასთან ერთად ავიღე სრული პასუხისმგებლობა, რომელიც ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გაყვანას უკავშირდებოდა, თუმცა ჩემთვის მოულოდნელად პოსტიდან ნაადრევად გამათავისუფლეს.“
„დავტოვებდი თუ არა ესპანეთის ნაკრებს „რეალის“ გარდა სხვა გუნდს, რომ შემოეთავაზებინა მწვრთნელობა? კარგი კითხვა...“
„კრიშტიანო რონალდუსთან ერთად მუშაობა სულ მინდოდა, ახლა კი ამის ბედნიერება მომეცა.“
„როდესაც პერესს შევხვდი, მან მითხრა, რომ სახლში დავბრუნდი.“
„ტრანსფერები? უკვე ვიცი რამდენიმე ფეხბურთელი, რომელიც დატოვებს „რეალს“, მაგრამ ახლა ამაზე საუბრის დრო არ არის.“
- 14 ივნისი 2018
- 5 843
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.