პიპიტას მე–100 მატჩი
მიმდინარე სეზონში გონსალო იგუაინმა 21 შეხვედრაში 20 გოლის გატანა მოახერხა. მადრიდის "რეალის" ორწლის ბომბარდირი "ხეტაფეს" წინააღმდეგ თეთრი მაისურით თავის საიუბილეო – მე–100 შეხვედრას ჩაატარებს.
პიპიტას გამადრიდისტებიდან დღემდე სამ წელიწად ნახევარი გავიდა, ამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ახალგაზრდა ფეხბურთელმა 99 მატჩის ჩატარება მოასწრო, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არგენტინელი "ხეტაფეს" წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იქნება, ის თავის მე–100 შეხვედრას გამართავს მადრიდის "რეალის" რიგებში. "ბლანკოსში" ასზე მეტი შეხვედრა მხოლოდ ოთხ ფეხბურთელს აქვს ჩატარებული – იკერ კასილასს, რაულ გონსალეს ბლანკოს, ხოსე მარია გუტიერესს და სერხიო რამოსს.
პიპიტა სამეფო კლუბის ისტორიაში უკვე შევიდა, "ვალიადოლიდის" კარში მის მიერ შესრულებული ჰეთრიკიდან ბოლო ბურთი მადრიდის "რეალის" ისტორიაში სტუმრად გატანილი 1900–ე გოლი გამოდგა.
არგენტინელი ვუნდერკინდი მიმდინარე სეზონში განსაკუთრებით კარგად ასპარეზობს და შეიძლება ითქვას, კარიერის პიკსაც უახლოვდება. პიპიტას გატანილ გოლთა საშუალო რაოდენობის შეფარდება, მოედანზე გატარებულ დროსთან ასეთ შედეგს იძლევა – გონსალო იგუაინი საშუალოდ ერთ გოლს ყოველ 75.20 წუთში იტანს და იგი ამ მაჩვენებლით ლა ლიგაში საუკეთესოა. მას თანამემამულე ლეო მესი მოჰყვება, რომელიც ერთ გოლს ყოველ 81.40 წუთში იტანს, მესამე პოზიციას კი დავიდ ვილა იკავებს, ესპანელს ყოველ 103.01 წუთში გააქვს.
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
ავტორი: Kevlisha
- 23 მარტი 2010
- 1 929
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.