„რეალის“ ახალმა მწვრთნელმა საყიდელი ფეხბურთელების სია ჩამოწერა
ესპანური გამოცემების ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ თავკაცი, ჟულიენ ლოპოტეგი გუნდის სერიოზულ ესპანიზაციას იწყებს...
ესპანეთის ნაკრების ამჟამინდელი დამრიგებელი თვლის, რომ სამეფო კლუბის რიგები რამდენიმე ესპანელმა უნდა გააძლიეროს.
ერთ-ერთი მათგანი ტიაგო ალკანტარაა, რომელიც „ბაიერნის“ ღირსებას იცავს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისედაც დღის წესრიგში მყოფი ალვარო ოდრიოზოლას ტრანსფერი კიდევ უფრო დაჩქარდება.
ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს ჟულიენი ნაკრების მეკარეს, დავიდ დე ხეას მადრიდში გადასვლაზე დაიყოლიებს.
- 13 ივნისი 2018
- 9 312
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.