ლოპოტეგი „რეალში“ „ბარსელონას“ ყოფილ ფეხბურთელს ითხოვს
მაშ ასე, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ესპანეთის ნაკრებს მთავარი მწვრთნელი, ჟულიენ ლოპოტეგი დატოვებს და სათავეში მადრიდის „რეალს“ ჩაუდგება. შეთანხმება მიღწეულია, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს...
გავრცელებული ინფორმაციით, ლოპოტეგიმ ფლორენტინო პერესს საკუთარი სიმპატიების შესახებ ამცნო.
ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელიც მადრიდის „რეალში“ გადასვლის კანდიდატი გახდება კატალონიის „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელი, ტიაგო ალკანტარაა, რომელიც ლოპოტეგის ძალიან ესიმპატიურება.
ალკანტარა 1991 წელს არის დაბადებული და ამჟამად „ბაიერნის“ ღირსებას იცავს.
- 12 ივნისი 2018
- 8 749
- 15
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.