5 ფეხბურთელი, რომლისთვისაც „რეალი“ იბრძოლებს
ესპანური გამოცემები ასახელებენ 5 ფეხბურთელს, რომლისთვისაც მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი მაქსიმალურად იბრძოლებს...
უპირველესი მიზანი ბრაზილიელი ნეიმარია, რომელთანაც მოლაპარაკებები მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ აქტიურ რეჟიმში შევა.
ასევე დღის წესრიგში დგას რობერტ ლევანდოვსკის და კილიან მბაპეს შეძენა. ორივე ტრანსფერი ასტრონომიულ თანხებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფლორენტინო განახლებებს იწყებს.
„რეალი“ ინტერესდება ახალგაზრდა ოდრიოზოლას შეძენითაც, რომელიც ესპანეთის ნაკრებშიც მოხვდა და ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს.
ამასთანავე ფლორენტინოს თვალთახედვის არეს ვერ შორდება ედენ აზარი. ბელგიელის „ჩელსიში“ დარჩენის შანსი მინიმალურია.
ვნახოთ, რა ტრანსფერებს შემოგვთავაზებს ყოვლისშემძლე ფლორენტინო.
- 12 ივნისი 2018
- 3 882
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.