ვინიციუსი;„ჩემთვის „ფლამენგოს“ დატოვება რთულია, მაგრამ „რეალი“ მიხმობს“
ვინიციუს ჟუნიორმა „ფლამენგოს“ ქომაგებთან გამომშვიდობების შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„ჩემთვის ძალიან რთულია „ფლამენგოს“ დატოვება, მაგრამ მოგეხსენებათ, მადრიდის „რეალის“ საკუთრება ვარ და ამ კლუბის ინფრასტრუქტურას უნდა გავეცნო. მე შევხვდები „ბლანკოსის“ ახალ მწვრთნელს, დავსახავთ სამომავლო გეგმებს და ასე შემდეგ.“
„ნამდვილად ვიცი, რომ პრე-სეზონი „მერენგების“ რიგებში მექნება, ამის შემდეგ კი გადაწყდება სად და რა ვითარებაში გაგრძელდება ჩემი სპორტული მოღვაწეობა.“
„ფლამენგოში კიდევ 1 წლით დაბრუნების შანსი არსებობს, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ეს შანსი მინიმალურია.“
„დიდი მადლობა ქომაგებს იმ სიყვარულისთვის, რომელიც გამოხატეს.“
- 11 ივნისი 2018
- 3 555
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.