რეალი ბრაზილიელ ვუნდერკინდს აკვირდება
''მადრიდის რეალის'' ხელმძღვანელობა დაინტერესებულია ბრაზილიელი ''ვუნდერკინდით'', რომელიც ''სანტოსში'' ირიცხება.
''სანტოსის'' 18 წლის თავდამსხმელი ნეიმარი ითვლება ბრაზილიური ფეხბურთის მთავარ სენსაციად.მან საოცარი თამაშით მიიპყრო არამარტო ბრაზილიელების, არამედ მთელი მსოფლიოს ყურადღება. ''ბლანკოსის'' ხემძღვანელობაც დაინტერესდა ნეიმარით.
ნეიმარის აგენტმა ვაგნერ რიბეირომ განაცხადა, რომ ბრაზილიელს მხოლოდ ''მადრიდში'' ხედავს და მას მხოლოდ ''მერენგებში'' გადასვლისკენ მოუწოდებს.
ფეხბურთელის მამა ფიქრობს, რომ ნეიმარი ჯერ კიდევ მზად არაა ბრაზილიის დასატოვებად. ''მე როგორც მისი მამა ვფიქრობ, რომ ჩემი შვილი არის პატარა იმისათვის, რომ მან დატოვოს ბრაზილია და გადაბარგდეს მადრიდში. ის ხომ, მხოლოდ 18 წლისაა. ნეიმარმა ახლა არ უნდა იფიქროს მადრიდელების შემოთავაზებულ დიდ ფულზე. მან უნდა იფიქროს იმაზე, რომ გაიზარდოს კარგი ფეხბურთელი.
აქვე მინდა შემოგთავაზოთ ამ ფეხბურთელის ვიდეო.
- 23 მარტი 2010
- 2 301
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.