რეალი და ბარსელონა ახალი დროგბასთვის იბრძვიან
როგორც ავტორიტეტული ესპნაური გამოცემა "მარკა" იუწყება.რეალი და ბარსელონა დაინტერესებული არიან ანდერლეხტის 16–წლის თავდამსხმელის რომელუ ლუკაკუს შეძენით.
ლუკაკუ ბელგიის ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა ბომბარდირია.მან უკვე ამ სეზონში 28 მატჩში 15 გოლი გაიტანა.ის16 წლისაა და შესანიშნავი ფიზიკური მონაცემები აქვს.სიმაღლე 195 სანტიმეტრი და წონა 95 კილოგრამი.ის ერთ–ერთ ყველაზე ტალანტის მქონე ფეხბურთელად ითვლება.მიუხედავად მისი მონაცემებისა მას აქვს ბურთის კარგი ფლობა და ტექნიკა.
ლუკაკუს უკვე ახალ დროგბას უძახიან რადგან ფიზიკური მონაცემებით ძალიან გავს კოტ დიუარელს.თუმცა ის ჯერ კიდევ 16 წლისაა და თუ მან ასე თამაში გააგრძელა აუცილებლად აღმოჩნდება ერთ–ერთ გრანდ კლუბში.შესაძლოა ეს კლუბი მადრიდის რეალი აღმოჩნდეს.
- 23 მარტი 2010
- 2 065
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.