რონალდინიო:„მე რომ „რეალში“ მეთამაშა, მართალი არ ვიქნებოდი“
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა რონალდინიომ ჟურნალისტებთან საინტერესო საკითხებზე ისაუბრა...
„სიმართლე გითხრათ, მსოფლიო ჩემპიონატის მოსვლას მოუთმენლად ველი. მუნდიალზე არაერთი ბრაზილიელი გამოიჩენს თავს. ვთვლი, რომ „სელესაოს“ დიდი პერსპექტივა აქვს. 2002 წლის შემდეგ ბრაზილიის ნაკრებს ასეთი ძლიერი გუნდი არ ჰყოლია.“
„მსოფლიო ჩემპიონატი ბრწყინვალე შესაძლებლობაა იმისა, რომ ძლიერი მხარეები გამოავლინო. მახსოვს 2002 წელი და შემდეგ „ბარსელონაში“ გადასვლა, სადაც ბრწყინვალე წლები გავატარე.“
„„რეალი“? მე რომ „რეალში“ გადავსულიყავი მართალი არ ვიქნები, ვინაიდან „ბარსელონას“ შემდეგ სხვა კლუბზე არ უნდა იფიქრო, ამით უბრალოდ პატივისცემას გამოხატავ იმ ქომაგთა მიმართ, რომლებიც წლების მანძილზე ტაშს გიკრავენ.“
- 7 ივნისი 2018
- 5 975
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.