ბენზემა:„თუ არ მენდობიან, იძულებული ვიქნები „რეალი“ დავტოვო“
კარიმ ბენზემამ სატელევიზიო გადაცემაში საუბრისას არაერთ საკითხზე გაამახვილა ყურადღება, ასევე სამომავლო გეგმებსა და „რეალში“ დარჩენა არდარჩენის საკითხზე...
„2009 წლის შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა. სადაც არ უნდა წავიდე და რომელი გუნდის მაისურიც არ უნდა მოვირგო ჩემი კარიერის უდიდესი ნაწილი მაინც „რეალთან“ იქნება დაკავშირებული, ვინაიდან სწორედ მადრიდში შევქმენი ყველაფერი, რითიც ვამაყობ.“
„არ ვიცი დავრჩები თუ წავალ. მე მხოლოდ მადრიდული გუნდის წარმატება მსურს.“
„იძულებული ვიქნები „რეალი“ დავტოვო, თუ მეტყვიან, რომ ჩემს მიმართ ნდობა არ არსებობს. თუ ახალი მწვრთნელის გეგმებში შევალ ესპანეთის დედაქალაქს არ დავტოვებ. მე მიყვარს „ბლანკოსი“.“
- 6 ივნისი 2018
- 4 121
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.