დარჩა 33 გოლი
ლა ლიგაში ჯე რწინ კიდევ თერთმეტი შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი, დღეის მდგომარეობისთვის "მადრიდის რეალს" საუკეთესო მაჩვენებელი აქვს გატანილი გოლების მიხედვით, ამასთანავე "თეთრებს" არც თუ ისე ბევრი აშორებთ 1989–90 წლების შედეგიანობის გამეორებისგან. იმ წლებში "ბლანკოსებმა" 107 გოლის გატანა შეძლეს. სულ რაღაც 33 გოლი და დღევანდელი მადრიდისტები შეძლებენ ანალოგიურის განმეორებას.
"მადრიდის რეალს" დღესდღეობით ლა ლიგაში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი. მათ ანგარიშზე 74 გოლია, რომელიც 1989/90 წლების ანალოგიურ მაჩვენებელს 5 გოლით ჩამორჩენა. იმ წლებში მადრიდისტებმა მოცემული ეტაპისთვის 79 გოლის გატან შეძლეს. რაც ყველაზე მეტად იწვევს გულშემატკივრებში აღფრთოვანებას არის ის, რომ დღევანდელი მანუელ პელეგრინის შეგირდები "სანტიაგო ბერნაბეუზე" 100 %–იან შედეგებს აჩვენებენ (ლა ლიგის მიხედვით). ხოლო ტოშაკის შეგირდებმა კი იმ პერიოდში "სანტიაგო ბერნაბეუზე" ერთი შეხვედრა ფრედ ითამაშეს.
თეთრებს წინ 11 შეხვედრა და 33 გასატანი გოლი დარჩათ, რომ გაიმეორონ 89–90–იანელ მადრიდისტთა მიღწევა. ამისთვის მათ თითოეულ თამაშში მიახლოებით სამი გოლის გატანა მოუწევთ, რაც ამ მხრივ მათ დღევანდელ მაჩვენებელზე მეტია. შეგახსენებთ, რომ "ბალნკოსებს" ყოველ თამაშში საშუალოდ 2,7 გოლი გააქვთ.

წყარო: Realmadrid.com
- 22 მარტი 2010
- 1 995
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.