„რეალმა“ ზიდანს ჯარიმის გადახდა მოთხოვა
მადრიდის „რეალმა“ ზინედინ ზიდანი დიდი მწუხარებით გააცილა, თუმცა როგორც სჩანს, კლუბის იურისტებს საკუთარი საქმიანობის აღსრულება ბოლომდე სურთ...
სამეფო კლუბმა უკვე ჩააბარა შესაბამისი დოკუმენტი ზინედინ ზიდანის იურისტს, რომლის მიხედვითაც, ფრანგ ლეგენდას მადრიდის „რეალისთვის“ ჯარიმის გადახდა მოუწევს.
ჯარიმა ზიდანმა კონტრაქტის გაწყვეტის გამო უნდა გადაიხადოს, ოდენობა კი 10 მილიონი ევროა.
ასევე შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი ჯარიმა. ზიზუმ სამეფო კლუბის ბიუჯეტში 6 მილიონი ევრო 12 წლის წინაც ჩარიცხა, როდესაც კარიერის დასრულების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება და „ბლანკოსთან“ მოქმედი კონტრაქტი გაწყვიტა.
- 2 ივნისი 2018
- 10 618
- 15
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.