კლოპი:„ვულოცავ „რეალს“, მაგრამ ჩვენ საშინლად არ გაგვიმართლა“
იურგენ კლოპმა „რეალთან“ ფინალში მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„ჩვენ ძალიან დიდი გზა გამოვიარეთ, ვპროგრესირებდით და ფინალში თამაში დავიმსახურეთ, მაგრამ ის, რაც კიევში მოხდა „ლივერპულის“ ქომაგების მეხსიერებაში ცუდად ჩაიბეჭდება.“
„მე ვთვლი, რომ ძალიან არ გაგვიმართლა, „რეალს“ კი გამარჯვებას ვულოცავ.“
„ცოტა ხანში არავინ გაიხსენებს, რომ სალაჰი გამოგვაკლდა, არავინ გაიხსენებს, რომ კარიუსმა მძიმე შეცდომები დაუშვა, მაგრამ ის ყველას ემახსოვრება, რომ „რეალმა“ ზედიზედ მესამე თასი დამსახურებულად მოიგო, ამაზე ვერაფერს ვიტყვით.“
„კარიუსი? ახლა ჩვენს მეკარეს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ჩვენი დახმარება სჭირდება.“
- 27 მაი 2018
- 7 024
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.