რონალდუ:„ახლა უკვე შემიძლია ოქროს ბურთზე პრეტენზიის გამოცხადება“
კრიშტიანო რონალდუმ „ლივერპულთან“ ფინალის შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„უბედნიერესი ვარ. ჩემპიონთა ლიგის მეხუთე თასის მოგებამ საოცარი ემოციები მომგვარა.“
„რატომ მესაუბრებით ნეიმარზე ახლა? ბრაზილიელს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ დღეს ჩვენ „რეალის“ გამარჯვებაზე ვსაუბრობთ და არა იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც „ბლანკოსს“ არ ეკუთვნიან.“
„ვერასდროს ვიოცნებებდი 5 ოქროს ბურთსა და 5 ჩემპიონთა ლიგის თასზე.“
„ახლა უკვე თამამად შემიძლია მე-6 ოქროს ბურთისთვის მესის ბრძოლა გამოვუცხადო. ასევე დიდი მნიშვნელობა მიენიჭება მსოფლიო ჩემპიონატს.“
„ზინედინ ზიდანი ქარიზმატული მწვრთნელია, მან კარიერა შთამბეჭდავად დაიწყო და მჯერა, რომ წინ კიდევ უფრო დიდი წარმატება ელის.“
„„რეალიდან“ წასვლა? არ ვიცი დადგება თუ არა ეს მომენტი, თუმცა მომდევნო სეზონში ნამდვილად ესპანეთში ვიქნები.“
- 27 მაი 2018
- 8 291
- 18