ზიდანი:„მე მყავს მსოფლიოს საუკეთესო გუნდი“
ზინედინ ზიდანმა „ლივერპულთან“ ფინალის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„არ არის ადვილი ის, რასაც ფეხბურთელები აკეთებენ, მაგრამ მადრიდის „რეალში“ თამაში ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მაქსიმალური შედეგებისთვის უნდა იბრძოლო. სეზონის სტარტზე ყველაფრის მოგება გვსურდა, ფინიშში კი ჩემპიონთა ლიგის თასს დავეუფლეთ. ჩვენ ვერ ვიქნებით კმაყოფილები ლა ლიგაში და კოპა დელ რეიზე ნაჩვენები შედეგებით, მაგრამ შეუძლებელია უკმაყოფილები ვიყოთ დღევანდელი დღით.“
„გამარჯვების საიდუმლო მოტივაციასა და ბევრ მუშაობაშია, ჩვენ ძალიან სერიოზული სამუშაო გავწიეთ, გავცდით „პსჟ“-ს, „იუვენტუსს“, „ბაიერნს“ და ახლა „ლივერპული“ დავამარცხეთ. საოცარი შეგრძნებებია.“
„მინდა ვუთხრა ევროპულ გრანდებს, მათ შორის „ბარსას“, „პსჟ“-ს, „ბაიერნს“, „სიტის“, „იუვენტუსს“ და სხვებს. მადრიდის „რეალმა“ დღეს ზედიზედ მესამედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ მომავალ წელს ევროპულ ტურნირზე ისეთი მოტივირებული იქნება, როგორიც არასდროს ყოფილა, ჩვენ ზედიზედ მეოთხესთვის ვიბრძოლებთ.“
„ამ სეზონში ორი ისტორიული გოლი გავიდა. ერთი კრიშტიანომ გაიტანა „იუვენტუსთან“, ხოლო მეორე ბეილმა ფინალში.“
„ვარ თუ არა უკეთესი მწვრთნელი, ვიდრე ფეხბურთელი? მე ვფიქრობ, ამაზე საუბარი მაშინ შეგვეძლება, როდესაც ბევრი წელი გავა და ჩემი სამწვრთნელო საქმიანობა შეფასდება.“
„ბეილი სასტარტოში არ ვათამაშე, მაგრამ მეორე ტაიმში მისი ჩართვა გადაწყვეტილი მქონდა. ჩემმა გეგმამ გაამართლა და დასვენებებულმა გარეთმა გაიბრწყინა, დიდი მადლობა მას.“
- 27 მაი 2018
- 12 814
- 22