ოციანის მე–20 გოლი
მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა ფორვარდი თითქმის არც ერთ შეხვედრას არ ტოვებს უგოლოდ. გუშინდელ მატჩში, რომელშიც ერთმანეთს სამეფო კლუბი და ხიხონის "სპორტინგი" დაუპირისპირდნენ, გონსალო იგუაინმა კიდევ ერთხელ შეარხია მეტოქის კარის ბადე და მიმდინარე სეზონში თავისი მე–20 გოლი გაიტანა.
პიპიტას მიმართ კრიტიკა უცხო ხილი ნამდვილად არ გახლვათ, "ლიონთან" გამართული შეხვედრის შემდეგ მადრიდულ არენაზე ორგვარი შეძახილები ისმოდა – "ანტი–პელეგრინი" და "უნიჭო–იგუაინი"... ასეთი გამონათქვამები ნებისმიერი ფეხბურთელისთვის არასასიამოვნოა, განსაკუთრებით კი ისეთი კარგი მოთამაშისთვის, როგორიც გონსალო იგუაინია, რომელიც მადრიდის "რეალის" ორწლის საუკეთესო ბომბარდირი და საერთოდაც, ამ გუნდის ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.
პრიმერა დივიზიონში გატანილი ბურთების მხრივ პიპიტა მხოლოდ თანამემამულე ლიონელ მესის ჩამორჩება, რომელსაც 22 გოლი აქვს გატანილი. ასე, რომ ესპანეთის ჩემპიონატს არგენტინელები განაგებენ. "ხიხონთან" გატანილი ბურთი იგუაინისთვის მიმდინარე სეზონში მე–20 გამოდგა. იმ შეთხვევაში, თუ გონსალო დარჩენილ 11 შეხვედრაში 3–ჯერ აიღებს მეტოქის კარს, მაშინ იგი საკუთარ რეკორდს მოხსნის, რომელიც მან გასულ სეზონში 22 გატანილი ბურთით დაამყარა.
გუშინდელი მატჩის შემდეგ ყველა მადრიდისტა კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ პიპიტა ევროპაში ერთ–ერთი საუკეთესო ფორვარდია... "სპორტინგთან" გამართული შეხვედრის შემდეგ "ინჩასები" ერთხმად გაიძახოდნენ, რომ იგუაინზე აუგს აღარასდროს არ იტყვიან, რადგან ეს ყმაწვილი მათლაც ძალიან საყვარელი (როგორც პირვონება) და ამავედოს მრისხანეა (როგორც ფეხბურთელი).
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
ავტორი: Kevlisha
- 21 მარტი 2010
- 2 109
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.