რამოსი:„შეუძლებელია სალაჰი და რონალდუ შევადაროთ“
სერხიო რამოსმა კიევში პრესკონფერენცია გამართა...
„ჩვენ წელს ურთულესი სეზონი გვქონდა. „პსჟ“-ს, „იუვენტუსის“,და „ბაიერნის“ შემდეგ ჩემპიონთა ლიგა „ლივერპულთან“ გამარჯვებით უნდა დავასრულოთ. ეს იქნება საოცარი შეგრძნებები, რომლისთვისაც ვიბრძოლებთ.“
„ნუ ადარებს სალაჰს და კრიშტიანო რონალდუს. ეს უბრალოდ სასაცილოა. პორტუგალიელი სხვა ორბიტაზეა, ისევე როგორც მესი, სალაჰი კი სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა.“
„ხვალ ისე ვითამაშებ ფინალში, თითქოს ეს ჩემი პირველი ფინალია. მოწყურებულები ვართ, ტიტულის მოგება გვსურს.“
„ზინედინ ზიდანს შეუძლია ფეხბურთელების საოცარი დამუხტვა, ამ ყველაფერს სერიოზული ნიჭი სჭირდება. ფრანგმა სპეციალისტმა იცის, როგორ მისცეს მოტივაცია შეგირდებს.“
„გულშემატკივრებისგან დიდ მხარდაჭერას ველით. ვიცით, რომ კიევში ბევრი ქომაგი გვეყოლება.“
- 25 მაი 2018
- 6 246
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.