ზიდანი:„მე და იურგენ კლოპს გვიყვარს შეტევა“
ზიდანმა „ლივერპულთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„მწვრთნელი ყველაზე ცუდ დღეშია მაშინ, როდესაც საუკეთესო თერთმეტეულის დაკომპლექტება უწევს და მის განკარგულებაში გაცილებით უფრო მეტი მოთამაშეა, ვინც იმსახურებს სასტარტოში ასპარეზობას.
„ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ გუნდი მაქსიმალურად მომზადებული გავიდეს მოედანზე და მე-13 თასი მოიგოს.“
„კლოპთან შედარება? ეს ალბათ უხერხულია. როგორც ფეხბურთელი ალბათ ცოტა უკეთესი ვიყავი (იცინის), მაგრამ როგორც მწვრთნელს, იურგენს დიდი გამოცდილება აქვს. ჩვენ გვიყვარს შეტევითი ფეხბურთი.“
„„პსჟ“-ს, „იუვენტუსის“ და „ბაიერნის“ გამოთიშვა იოლი არ იყო. იოლი არც ფინალის მოგება იქნება, მაგრამ ამას გავაკეთებთ.“
„ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მესამედ მოგების გასაღები დაუღალავი შრომა იქნება.“
„კრიშტიანო მზად არის, პორტუგალიელი პირველივე წუთებიდან შეუტევს „ლივერპულს“ და ეცდება თავი გამოიჩინოს.“
„ბეილი, ბენზემა, ისკო? ძალიან, ძალიან რთულია მათზე გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან საოცარი ფეხბურთელები არიან.“
- 25 მაი 2018
- 6 171
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.