ფეხბურთელთა შეფასებები
გთავაზობთ მადრიდის რეალის ფეხბურთელთა შეფასებებს სპორტინგთან მატჩში
კასილასი: 6,5 – გაშვებული გოლი სწორედ მისი ბრალი იყო, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მის კარში ბურთი ძალიან ძლიერად წავიდა. საერთო ჯამში კასილასმა ნორმალურად ითამაშა.
არბელოა: 7,5 – ალვარომ კარგი მატჩი ჩაატარა. ის მარჯვნიდან ერთვებოდა შეტევებში და გუნდის იერიშებს ამწვავებდა.
გარაი: 6 – მანუელ პელეგრინი ენდო მას. მან ის გამოიყვანა რაულ ალბიოლის ნაცვლად.
მარსელო: 7,5 – ბრაზილიელი ფეხბურთელი მცველად თამაშობდა, მაგრამ ის უკან საერთოდ არ იყო შემჩნეული, რადგან ძირითადად მეტოქის კართან იყო ჩასაფრებული.
რამოსი: 6 – მას არ ჩაუტარებია მისი საუკეთესო მატჩი. გაშვებული გოლი ნახევრად მის კისერზეა.
ლასი: 6 – გუტიმ იგი მეორე ნახევარში შეცვალა, რადგან მას გუნდისთვის არანაირი სარგებელი არ მოჰქონდა.
ხაბი ალონსო: 8– კარგი თამაში აჩვენა. კრიშტიანო რონალდოს თაურის შემდეგ მან გული იჯერა და მეორე გოლი შეაგდო.
გრანერო: 6,5 – ის ძალიან კარგად ირჯებოდა პოზიციურად, მაგრამ მას კიდევ ბევრი რამ აქვს დასამუშავებელი.
ვან დერ ვაარტი: 8 – იღებდა მონაწილეობას მადრიდული კლუბის ყველა შეტევებში და სწორედ მან მოახერხა პირველი გოლის გატანა
რონალდო: 9 – კრიშტიანო ყოველთვის იქ იდგა, სადაც საჭირო იყო. მან საგოლე პასიც გააკეთა.
იგუაინი: 8,5 – პიპიტას უამრავი შანსი ჰქონდა პირველ ტაიმში. იგი ბრწყინავდა, მაგრამ გოლს ვერ იტანდა. საბოლოოდ კი მან ეს ყველაფერი ლამაზად გააკეთა.
გუტი: 6,5 –ესპანელმა კარგად დაიჭირა ბურთი და გუნდს დამატებითი ძალა შემატა.
გაგო: შეუფასებელი
რაული: შეუფასებელი
ინფორმაციის წყარო:Goal.com
- 21 მარტი 2010
- 2 186
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.