ბეილი:„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემპიონთა ლიგის ამდენ ფინალს ვითამაშებდი“
გარეთ ბეილმა ჟურნალისტებისთვის ღია დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალთან დაკავშირებით ისაუბრა...
„გასულ სეზონში საოცრება მოვახდინეთ და ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოვიგეთ, რამაც მოტივაცია კიდევ უფრო აგვიმაღლა და ახლა კიდევ უფრო დიდი წარმატების მიღწევა გვსურს. ჩვენი მიზანი ზედიზედ მესამე თასის მოგებაა.“
„„რეალთან“ ერთად უკვე 3 ფინალი მოვიგე და მეოთხეს შესაძლებლობა მაქვს. მოგებაზე არც კი ვსაუბრობ, ფინალში ამდენჯერ თამაშს ვერასდროს წარმოვიდგენდი.“
„თუ ზიდანი არ მათამაშებს, გადაწყვეტილებას გაგებით მოვეკიდები, მაგრამ ვფიქრობ, რომ შესანიშნავ ფორმაში ვარ და შანსს აუცილებლად მივიღებ.“
- 24 მაი 2018
- 4 415
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.