ლიდერების მეცხრე სიმფონია
"სპორტინგი" მოედანზე ძალიან მონდომებული გამოვიდა და მათმა ნაჩვენებმა თამაშმა ბევრი სირთულეები შეუქმნა "მადრიდის რეალს". ამის ნათელი დადასტურება იყო ის ფაქტიც, რომ "სპორტინგმა" მოახერხა ანგარიშის გახსნა და დაწინაურება. სწორედ ეს აღმოჩნდა საკმარის იმისთვის, რომ ჩაძინებული თეთრები გამოფხიზებულიყვნენ და დაეწყოთ ნორმალურად თამაში..
"მადრიდის რეალს" პირველ ტაიმში საკმარისად ქონდა გოლის გატანის საშუალება. ყველაზე მეტი შანსი ამ მხრივ ქონდა იგუაინს, პირველი , როცა მარსელოს გადაცემას გამოეხმაურა მე–8 წუთზე, ამის შემდეგ გაცუდებული შორეული დარტყმა 33–ე წუთზე და ბოლოს 44–ე წუთზე. "საპორტინგის" მეკარე ხუან პაბლომ 33–ე წუთზე მოიგერია რონალდუს დარტყმული ბურთი.
მანუელ პელეგრინმა ნახა რა , რომ შეხვედრა ნელ–ნელა უახლოვდებოდა პირველ წრეში დაფიქსირებულ შედეგს (შეგახსენებთ, რომ ის შეხვედრა ფრედ დასრულდა), გადაწყვიტა მოედანზე გუტი გამოეშვა.
"მადრიდის რეალს" მეორე ნახევრის დაწყებიდან ორი წუთიც არ იყო გასული, რომ კვლავ მიეცა გოლის გატანის საშუალება, როცა იგუაინმა გააკეთა გადაცემა ვან დერ ვაარტის მიმართ, მაგრამ ჰოლანდიელის დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა.
"სპორტინგმა" ექვსი წუთის შემდეგ , გოლის გატანა მოახერხა, რამაც "მადრიდის რეალი" გამოაფხიზლა.
რონალდუს მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმას, რომელიც პაბლომ ცხვირწინ მოიგერია ვან დერ ვაარტი გამოეხმაურა და წონასწორობა აღადგინა.
ოთხი წუთის შემდეგ, პორტუგალიელმა ცადა გრანეროს ჩაწოდებული ბურთი თავით გადაეგზავნა მეტოქის კარში, მაგრამ მის დარტყმული ხაბი ალონსოსკენ წავიდა, რომელსაც ისღა დარჩენოდა, რომ თავი დაეხვედრებინა ბურთისთვის და ცარიელ კარში გოლი გაეტანა. ესპანელი ასეც მოიქცა და "მადრიდის რეალი" 2:1 დააწინაურა.
67–ე წუთზე კი იგუაინმა მარცხენა ფეხით შესანიშნავად დაარტყა და მატჩში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
წყარო: Realmadrid.com
- 21 მარტი 2010
- 2 356
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.