ჰაკიმი:„ეს იყო ჩემი საუკეთესო მატჩი მადრიდის „რეალში““
აკრაფ ჰაკიმმა „სელტასთან“ შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„გვინდოდა, რომ გულშემატკივრებისთვის დიდი სიხარული მიგვენიჭებინა, ვინაიდან ეს იყო ლა ლიგის მიმდინარე სეზონის ბოლო შეხვედრა ბერნაბეუზე.“
„ეს იყო ჩემი საუკეთესო მატჩი მადრიდის „რეალში“. გარდა იმისა, რომ გოლი გავიტანე, მუდმივად ვაქტიურობდი და ყველაფერი გამომდიოდა.“
„ზიდანმა თამაშის წინ მითხრა, რომ არ ავღელვებულიყავი და მშვიდად მეთამაშა. გატანილმა გოლმა ძალიან გამახარა.“
„ამბიცია ყოველთვის გვაქვს, ვინაიდან ჩვენ „რეალი“ ვართ და გულშემატკივრების მიმართ დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით ვართ სავსე.“
- 13 მაი 2018
- 3 367
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.