ზიდანი:„ნეიმარი რონალდუს შესანიშნავად შეეწყობა“
ზიდანმა „სელტასთან“ შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„ეს იქნება სეზონის ბოლო საპირისპირება ბერნაბეუზე, ამიტომ უნდა გავიმარჯვოთ და გულშემატკივრებს დიდი სიხარული მივანიჭოთ.“
„სეზონი შესანიშნავად დავიწყეთ. ევროპისა და ესპანეთის სუპერთასების შემდეგ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატიც მოვიგე. ამის მერე დაიწყო ჩავარდნა, რის გამოც ახლა აღარ ვიბრძვით ლა ლიგისთვის, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვართ და ამაზე ხელს ბევრი გუნდი მოაწერდა.“
„ვერ მივიღებ კრიტიკას იმ მოთამაშეების მიმართ, რომლებიც „სევილიასთან“ შეხვედრაში ასპარეზობდნენ, მათ შესანიშნავი წარმოდგენა დადგეს და ძალიან ბევრი იბრძოლეს.“
„კიევის ფინალზე სერიოზულად ვფიქრობთ. მთავარი ტემპის და ინტენსივობის შენარჩუნება იქნება, ამიტომ ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს.“
„დადებითად ვარ განწყობილი და არ ვთვლი, რომ „რეალიდან“ გამათავისუფლებენ. ჩემი მომავალი კიევის ფინალზე არ არის დამოკიდებული.“
„„სელტას“ ასპასის სახით ბრწყინვალე ფეხბურთელი ჰყავს, მასთან სიფრთხილეა საჭირო.“
„ნეიმარი და რონალდუ ერთად ვერ ითამაშებენ? ამაზე დიდი სისულელე არ არსებობს. ისინი შესანიშნავად გაუგებდნენ ერთმანეთს, მაგრამ ბრაზილიელი არა „რეალის“, არამედ „პსჟ“-ს ღირსებას იცავს. მახსოვს ათწლეულების წინ როდესაც ჯორკაეფთან შეუთავსებლობასა და საფრანგეთის ნაკრების შეუთამაშებლობაზე საუბრობდნენ, მაგრამ ჩვენმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.“
„წარმოვიდგენდი თუ არა ფინალში სამჯერ გასვლას? დიახ, წარმოვიდგენდი.“
„არ ვიცი ესაუბრება თუ არა ფლორენტინო პერესი „პსჟ“-ს ნეიმარის ტრანსფერზე. ამ საკითხში არ ვერევი.
“
„არაერთი შემტევი გუნდის წინააღმდეგ გვიასპარეზია და ვიცით, დაცვაში როგორ ვითამაშოთ. გამონაკლისი არც „ლივერპული“ იქნება, განსაკუთრებულ დაცვას არ მივმართავ, ამიტომ სიახლეებს არ ელოდოთ.“
„„ლივერპულთან“ ფავორიტები არ ვართ. შანსები თანაბარია, ვთვლი, რომ უდიდესი ბრძოლა გველის.“
- 12 მაი 2018
- 4 912
- 5