კლოპი:„არ შეიძლება, რომ რონალდუ და ნეიმარი ოქროს ბურთისთვის ერთად იბრძოდნენ“
იურგენ კლოპმა ოქროს ბურთთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარი გააკეთა...
„პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ბრაზილიელ ნეიმარს უდიდეს პატივს ვცემ და ვფიქრობ, რომ ადრე თუ გვიან ოქროს ბურთს მოიგებს. ნეის დიდი სიამოვნებით ვიყოლიებდი საკუთარ გუნდში.“
„ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ჩემი აზრით, ნეიმარმა რონალდუსთან ერთად არ უნდა იბრძოლოს ოქროს ბურთისთვის, ვინაიდან კრიშტიანო გაცილებით მეტჯერ გამოცნდა გადამწყვეტ მომენტში და ჩემპიონთა ლიგის ერთპიროვნული ბომბარდირია.“
„როგორ დავაკომპლექტებდი სამეულს? მე ვთვლი, რომ მთავარ ნომინანტებად სალაჰი, მესი და რონალდუ უნდა დასახელდნენ.“
- 11 მაი 2018
- 7 204
- 6