„რეალის“ ოცნება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე
მადრიდის „რეალმა“ პრიორიტეტები დასახა...
ფლორენტინო პერესის ოცნება ზაფხულში რამდენიმე ვარსკვლავის დამატებაა.
გრაფიკულ გამოსახულებაზე კარგად სჩანს, თუ რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ მადრიდის „რეალში“.
პერესს კარის დარაჯად ალისონის ხილვა სურს, წინა ხაზში კი მუჰამედ სალაჰის და ნეიმარის.
მადრიდის „რეალს“ ზაფხულში გაყიდული ფეხბურთელებისგან 300 მილიონი ევროს მიღება სურს, ამ შემთხვევაში პრეზიდენტი პერესი 300 მილიონზე მეტს ამ სამი ვარსკვლავის მოსაყვანად დახარჯავს.
რაც შეეხება წამსვლელებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გუნდს დატოვებს კარიმ ბენზემა, ასევე ბარგს ჩაალაგებს გარეთ ბეილი და ბორხა მაიორალი, სერიოზული საუბარი მიდის მატეო კოვაჩიჩის „იუნაიტედში“ გადასვლაზე. მოურინიო ხორვატ მოთამაშეში 65 მილიონ ევროს ჩამოდის. აქტიურად იწერება დანი სებალიოსის და მარკოს ლორენტეს სხვა კლუბისკენ გეზის აღებაზეც.
- 10 მაი 2018
- 4 995
- 20
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.