მაიკონი "რეალში"?
როგორც სჩანს, მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი, მისი პროექტის მეორე ეტაპს იწყებს. ამჯერად მისი სამიზნე დუგლას მაიკონია...
დონ პერესის აზრით, მაიკონი შესანიშნავი მცველია და ის რეალის სტილში ჯდება. ამავდროულად დუგლასი კარგად გააძლიერებს თეთრთა დაცვას."ბლანკოსი" მის შეძენას გასულ წელსაც ცდილობდა, თუმცა ეს სურვილი ამაო გამოდგა, მაგრამ მადრიდელები დანებებას არ აპირებენ და ისინი ბოლომდე იბრძოლებენ მისი შეძენისთვის.
გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ბრაზილიელს ინტერთან კონტრაქტი 2012 წლამდე აკავშირებს. სწორედ ეს ართულებს ამ ტრანსფერის რეალიზებას.
თუ, ჟოზე მაურინიო "მერენგების" გაწვრთნას დაიწყებს, მაშინ მაიკონის რეალში გადასვლის საკითხის ალბათობა მნიშვნელოვნად მოიმატებს.
ინფორმაციის წყარო:Marca.com
- 20 მარტი 2010
- 2 037
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.