პრესიადო: პელეგრინის გაკრიტიკების საფუძველი არ არსებობს
''ხიხონის სპორტინგის'' მთავარმა მწვრთნელმა მანოლო პრესიადომ დაიცვა ''მადრიდის რეალის'' მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი. ''მანოლომ'' ესპანურ პრესას განუცხადა, რომ პელეგრინი არ არის კრიტიკის ღირსი.
მატჩი ''მადრიდის რეალსა'' და ''ხიხონის სპორტინგს'' შორის შაბათ საღამოს შედგება.
''მე ვფიქრობ, რომ მანუელი კრიტიკის ღირსი არ არის მან შესანიშნავად იცის საკუთარი საქმე.''
''ბლაკოსი'' თითოეულ მატჩში უფრო და უფრო კარგად თამაშობს, მიუხედავად იმისა, რომ მათ მიიღეს ორი უმძიმესი ტრავმა, ესპანეთის თასიდან და ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ.
''პრესიადომ'' ასევე დაამატა, რომ მისი ფეხბურთელები აუცილებლად ეცდებიან კრისტიანო რონალდოს შეჩერებას.ასევე მან განაცხადა: ''რონალდუს ვალიადოლიდის ფეხბურთელები ძალიან უხეშად ეთამაშებოდნენ და მე პირობას ვიძლევი, რომ სპორტინგის ფეხბურთელები იგივეს არ გაიმეორებენ.''
''რასაც კი რონალდო აკეთებს ეს უბრალოდ სასწაულია. პორტუგალიელი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.''
- 19 მარტი 2010
- 1 996
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.