ბეილი „ბაიერნის“ გენ.დირექტორს შეხვდა
გავრცელებული ინფორმაციით, გარეთ ბეილი მიუნხენის „ბაიერნის“ გენერალურ დირექტორს შეხვდა...
შეხვედრა ესპანეთის დედაქალაქში, მადრიდის „რეალისა“ და „ბაიერნის“ მატჩის შემდეგ შედგა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ „რეკორდმაისტერს“ ბეილში 100 მილიონი ევროს გადახდა უკვე გადაწყვეტილი აქვს, ვინაიდან თვლის, რომ რობენის და რიბერის მატარებელმა უკვე ჩაიარა და გუნდში სიახლეებია საჭირო.
მიუნხენელები მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ძალიან გააქტიურდებიან და „რეალს“ ოფიციალური წინადადებით მიმართავენ.
- 4 მაი 2018
- 4 599
- 54