იგუაინს ზაფხულში გაყიდიან
''მადრიდის რეალის'' ''არგენტინელ'' თავდამსხმელს გონსალო იგუაინს, ფლორენტინო პერესი გაყიდვას უპირებს და მის ტრანსფერზე დაყენებას აპირებს ზაფხულში.
''მერენგებში'' გადმოსვლისთანავე გონსალო არაერთი გადამწყვეტი გოლის ავტორი გახდა. იგუაინი სწრაფადვე შეიყვარა თითოეულმა მადრიდისტამ.
გულშემატკივრები სასტიკად ეწინააღმდეგებიან პიპიტას გაყიდვას, მან ხომ ბევრ თამაშში გაიტანა გადამწყვეტი გოლი და მადრიდის რეალს გაამარჯვებინა. ყველაფრის მიუხედავად დონ პერესს თურმე გადაწყვეტილი აქვს მისი გაყიდვა.
ფლორენტინო პერესი ''არგენტინელ'' თავდამსხმელში 40 მილიონ ევროს ითხოვს.თუ რომელიმე კლუბი გაიღებს აღნიშნულ თანხას პიპიტაც იმ კლუბის წევრი გახდება.
აქვე შეგახსენებთ, რომ გონსალო იგუაინი ''მადრიდის რეალის'' ისტორიის ბოლო 2 წლის მანძილზე საუკეთესო ბომბარდირია.
ინფორმაციის წყარო: Goal.Com
- 19 მარტი 2010
- 4 195
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.