პელეგრინის პრესკონფერნცია
მადრიდის "რეალის" თავკაცმა ხიხონის "სპორტინგთან" მატჩზე კომენტარი გააკეთა.
"ჩვენ ჩასატარებელი დაგვრჩა თორმეტი მნიშვნელოვანი შეხვედრა. სამწუხაროდ ჩემპიონთა ლიგაზე დავუშვით შეცდომა, იმედია ეს შეცდომა შემდეგში არ გამეორდება და ლა ლიგას მოვიგებთ."
"ხიხონელებს ნორმალური ფეხბურთელები ჰყავთ. განსაკუთრებით გამოირჩევა შეტევის ხაზი. ასე რომ ჩვენს მცველებს დიდი გარჯა ელით წინ."
"გულშემატკივრების თანადგომას მუდამ ვგრძნობთ. მათ იციან, რომ გამხნევება ჩვენთვის აუცილებელია. წინ რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, რომელზეც დამოკიდებულია მოვიგებთ თუ არა ლა ლიგას."
"ჩემი მთავარი ამოცანაა ფეხბურთელებმა სტადიონი რაც შეიძლება მეტი გატანილი ბურთით დატოვონ, რაც უკვე კარგად გამოდის. ფანებს თამაშის სტილი მეტწილად მოსწონთ და ეს არის მთავარი."
"იგუაინი უნიკალური ფეხბურთელია. მიუხედავად იმისა, რომ იგი ძალიან ახალგაზრდაა, მან უკვე ძალიან ბევრი გააკეთა სამეფო კლუბისთვის. გონსალო მომენტებს ძალიან იშვიათად აფუჭებს, რაც ყველას აოცებს. ვფიქრობ ის ძლიერ თავდამსხმელად ჩამოყალიბდება."
"რაც შეეხება კაკას, იგი ნელ-ნელა გამოჯანმრთელდება."
- 19 მარტი 2010
- 1 959
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.