ზიდანი „ლივერპუთან“ სუპერ-დაცვით სქემას ამზადებს?
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ ზინედინ ზიდანმა კიევის ფინალისთვის უკვე ემზადება და არაერთ შესაძლო ტაქტიკას განიხილავს...
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზიზუ სალაჰის, ფირმინოს და მანეს ტრიოს უფრთხის და სერიოზული დაცვისთვის ემზადება.
ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ზინედინი ორ ჩამშლელ ფეხბურთელს კაზემიროს და კოვაჩიჩის სახით ერთად განამწესებს შემადგენლობაში, რომლებიც ნახევარდაცვაში ტონი კროოსთან, ლუკა მოდრიჩთან და ისკო ალარკონთან ერთად იასპარეზებენ, კრიშტიანო რონალდუ კი წინა ხაზში მარტო იმოქმედებს, რომელსაც ძალიან ძლიერი ნახევარდაცვა გადაცემებით მოამარაგებს.
ამ სქემით ზიზუ „ლივერპულს“ ბურთს არ მისცემს და მაქსიმალურად ეცდება კლოპის გუნდის შებოჭვას.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
- 3 მაი 2018
- 6 229
- 11
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.