ზიდანი:„კრიტიკოსებს ერთი მნიშვნელოვანი განცხადებით მივმართავ“

ზინედინ ზიდანმა „ბაიერნთან“ დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...

„პირველ ტაიმში არაერთ სირთულეს გადავეყარეთ, მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და ბურთის კონტროლი დავიწყეთ. სწრაფმა გოლმა სიტუაცია რადიკალურად შეცვალა. ნეიტრალურმა ქომაგებმა დიდი სიამოვნება მიიღეს, მაგრამ მადრიდისტებს ნამდვილად ჰქონდათ ნერვიულობის საფუძველი.“

„კრიტიკოსებს ერთი მნიშვნელოვანი რამ უნდა შევახსენო. „რეალმა“ დაამარცხა „პსჟ“, „იუვენტუსი“ და „ბაიერნი“? ნორმალური ადამიანი ვერ იტყვის, რომ ჩვენ ფინალს არ ვიმსახურებდით.“

„გვჯერა და გვწამს ჩვენი საქმიანობის წარმატების. მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები მოწოდებით გამარჯვებულები არიან.“

„კარიმ ბენზემამ საოცრად იასპარეზა. ფრანგმა ფეხბურთელმა ორი გადამწყვეტი გოლის გატანა შეძლო და ფინალში გასვლაში დიდი წვლილი შეიტანა.“

„კეილორ ნავასის თამაში სამაგალითო გახლდათ. კოსტარიკელმა კიპერმა რამდენიმე მომენტში 100%-იანი მომენტი განმუხტა.“

„მოდრიჩი და ლუკას ვასკესი ერთმანეთს საოცრად უგებდნენ და შესანიშნავად თამაშობდნენ, როგორც დაცვაში, ასევე წინა ხაზში.“

„კოვაჩიჩის სასტარტოში გამწესება მატჩამდე ერთი დღით ადრე გადავწყვიტეთ. ხორვატმა ბრწყინვალედ იასპარეზა.“

  • Hala
  • 2 მაი 2018
  • 7 179
  • 5

1

2 მაი 2018 11:11

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მადრიდის "რეალის" მარცხენა მცველმა, მარსელომ "ბაიერნთან" დასრულებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მარსელოს პირველი ტაიმის მიმდინარეობისას, ერთ-ერთ ეპიზოდში საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა, თუმცა არბიტრმა პენალტი არ დანიშნა. ბრაზილიელ ფეხბურთელს კომენტარის გაკეთება სწორედ ამ მომენტზე თხოვეს.

"ბურთი ხელზე მომხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პენალტი იყო. მსაჯებზე საუბარი არ მსურს, მაგრამ ისინი ზოგჯერ ჩვენს სასარგებლოდ ცდებიან, ზოგჯერ კი - პირიქით. არ აქვს მნიშნელობა, რა მოხდა, ფეხბურთის თამაში უნდა გააგრძელო", - ციტირებს მარსელოს სიტყვებს "მუნდო დეპორტივო".

2

2 მაი 2018 11:17

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 189
ამ ნავას ვერ დავუმუღამე რა :დდდ
ხან ისე თამაშობს პირი დაგრჩება ღია ხან კიდე ისე აინტრახტის დონის გეგონება..

ციტატა: Wtf man

ეს დეპორტივო როგორც უნდა ისე ატრიალებს :დდდ
არ მიკვირს კატალონიური გაზეთია :დდდ
სხვანაირად თქვა შემეხო მაგრამ არ იყო დასადები პენალტიო :დდდ
ზუსტად თუ გინდა ესე თქვა :დდ
-----------------------
მოხდების ხოლმე არწივი
დაჭრილი დაბლა დავარდეს,
მაგრამ ქათამი ზეცაში
ვერასდროს გაინავარდებს.

3

2 მაი 2018 11:25

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: ბალი

არ ვიცი ზუსტად როგორ თქვა ეხლა წავაწყდი ქართულ საიტზე. შენ სად ნახე ეგრე რო თქვა

4

2 მაი 2018 11:29

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 189
ციტატა: Wtf man
არ ვიცი ზუსტად როგორ თქვა ეხლა წავაწყდი ქართულ საიტზე. შენ სად ნახე ეგრე რო თქვა

ბილდმა დაწერა :დდდ
რამდენიმე გამოცემა კიდე ..
ანდა რასაც ლაპარაკობს იუთუბზე მოიძიე ვიდეო და სუბტიტრი ჩაურთე ...
-----------------------
მოხდების ხოლმე არწივი
დაჭრილი დაბლა დავარდეს,
მაგრამ ქათამი ზეცაში
ვერასდროს გაინავარდებს.

5

2 მაი 2018 15:52

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მასეთ პენალტს მსაჯების 50% ნაშნავს.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)