ხამესი:„ზიდანს უნდა დავუმტკიცო ჩემი შესაძლებლობები“
ხამეს როდრიგესმა მადრიდში ჩაფრენის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...
„არაერთხელ მითქვამს, რომ „რეალი“ ჩემი ოცნების კლუბი იყო და ეს გუნდი არასდროს დამავიწყდება. „ბაიერნში“ ბედნიერი ვარ და ვერ გეტყვით,დ ავბრუნდები თუ არა სამეფო კლუბში.“
„წინ მსოფლიო ჩემპიონატია, შემდეგ კი გარკვეულ საკითხებზე შეიძლება ვისაუბროთ.“
ზიდანმა შანსი არ მომცა, ახლა კი შანსი მაქვს დავუმტკიცო, რომ გაცილებით მეტი შემიძლია.“
„პირველ მატჩში ცუდად არ გამოვიყურებოდით, მაგრამ რეალიზაციის პრობლემა გვქონდა, „ბლანკოსმა“ კი შანსები გამოიყენა. მე ვფიქრობ, რომ წინ დიდი ბრძოლაა.“
„იქ ვითამაშებ, სადაც მწვრთნელი მეტყვის. წინა ხაზში თამაში დიდ სიამოვნებას მანიჭებს, კონკრეტულ პოზიციას მნიშვნელობა არ აქვს.“
- 1 მაი 2018
- 4 398
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.