რამოსი:,,თუ ლიგას მოვიგებთ, საუკეთესო შედეგი გვექნება"
სერხიო რამოსმა „ბაიერნთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„საკმაოდ დიდ გამოცდილებას ვფლობთ და ვეცდებით, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპი დავძლიოთ და ფინალში გავიდეთ. ჩვენ მაქსიმალური ყურადღებით ვიასპარეზებთ.“
„თამაშზე ბევრ საუბარს სჯობს მოედანზე გავიდეთ და დავამტკიცოთ, რომ ფინალს ვიმსახურებთ.“
„ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ ორჯერ მოვიგეთ, ეს მართლაც ისტორიული მოვლენა იყო. ახლა საკმაოდ დიდი რეალობიწ წინაშე ვდგავართ. შანსი გვაქვს ზედიზედ მესამედ გავხდეთ ევროპის ჩემპიონები.“
„მიუხედავად იმისა, რომ გასვლითი შეხვედრა 1-2 მოვიგეთ, გაჩერებას არ ვგეგმავთ. 0:0-ზე თამაშს არ ვაპირებთ, „რეალი“ გოლების გატანას შეეცდება.“
„ყველაფერს ზიდანთან შეთანხმებით ვაკეთებთ. მარჯვენა ფლანგზე თამაში? წლების წინ კარგად გამომდიოდა ფრთაზე ასპარეზობა, მაგრამ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ცენტრისკენ გადავინაცვლე. თუ ზიზუ დამავალებას ფლანგზე ვითამაშებ, თუმცა ვთვლი, რომ დანიელ კარვახალს სხვა შემცვლელებიც ჰყავს.“
„დამატებითი მოტივაცია გვაქვს. ლა ლიგა და სამეფო თასი დავკარგეთ, თუმცა ჩემპიონთა ლიგის მოგება ყველაზე დიდი წარმატებაა.“
„მსურს მივმართო გულშემატკივრებს და ვუთხრა, რომ მათ აქტიურობაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ბერნაბეუზე დიდი მხარდაჭერა უნდა ვიგრძნოთ.“
„მარსელო საოცრად გამოცდილი ფეხბურთელია. ბრაზილიელს ყველაფერი მოგებული აქვს, რაც კი შეეძლო, რომ მოეგო, მაგრამ მოტივაცია კიდევ უფრო გაეზარდა.“
„ასენსიო მშვიდად ცხოვრობს, ბევრს მუშაობს და დიდ მომავალს იქმნის. ის „ბლანკოსის“ სამომავლო პროექტის უცვლელი წევრი იქნება.“
„ზიზუ ყოველთვის ფიქრობს და სიახლეები შემოაქვს გუნდში. ვამაყობ, რომ ფრანგის ეპოქაში მიწევს მუშაობა.“
„თუ „რეალი“ ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს, „ბარსელონა“ საუკეთესო ესპანურ გუნდად დასახელდება, ვინაიდან ვალვერდეს გუნდმა 2 ტიტულის მოპოვება შეძლო, მაგრამ თუ ჩემპიონთა ლიგას კვლავ დავეუფლებით, კატალონიელებზე უკეთესი შედეგი გვექნება.“
- 1 მაი 2018
- 6 346
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.