ზიდანი:„„ბაიერნთან“ მატჩის წინ ერთი რთული პრობლემა შეგვექმნა“
ზინედინ ზიდანმა „ლეგანესთან“ შეხვედრის შემდეგ პრესკონფერნეცია გამართა...
„მნიშვნელოვანია, რომ 3 ქულა მოვიპოვეთ და ლა ლიგაში მეორე ადგილის დასაკავებლად ბრძოლა გრძელდება.“
„ბეილმა 90 წუთი ითამაშა და გოლის გატანაც შეძლო. ჯერ-ჯერობით ვერ გეტყვით, გავა თუ არა მოედანზე უელსელი „ბაიერნთან“ შეხვედრაში.“
„პრობლემა ძალიან დიდია. დანიელ კარვახალის შემცვლელი ფაქტობრივად არ გვყავს. ნაჩოს თამაში საეჭვოა, ჰაკიმს პირველი სეზონი აქვს და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ფლანგის ჩაბარება სარისკო იქნება, თუმცა ეს ვარიანტი მაინც განიხილება.“
„არ არის გამორიცხული ლუკას ვასკესმა მარჯვენა მცველად ითამაშოს, ამაზე ვმუშაობთ. კარვახალით გამოწვეული დანაკლისის აღმოფხვრა ურთულესი იქნება.“
„„ბაიერნთან“ შეხვედრაში „იუვენტუსთან“ დაშვებული შეცდომების გამეორებას არ ვაპირებთ.“
„ვულოცავ ბენზემას, მან საიუბილეო გამარჯვება დააფიქსირა.“
„დანი სებალიოსის თამაში მართლაც საოცარი იყო. ესპანელმა ბრწყინვალედ იასპარეზა.“
„კაზემიროს მცველად დაყენება რამოსის და ვარანის დასვენებაც განაპირობა, იგივეს განმეორებას მიუნხელებთან არ ვაპირებ.“
- 28 აპრილი 2018
- 10 024
- 76