ზიდანი:„არ გამოვრიცხავ, ჩემს მერე „რეალში“ გუტი დაინიშნოს“
ზიდანმა „ლეგანესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„მიზანი იგივეა. მადრიდის „რეალს“ ლა ლიგაში მეორე ადგილის დაკავება სურს. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ დანარჩენს კი 38-ე ტურის ბოლოს ვიხილავთ.“
„თამაში უნდა ვაკონტროლოთ და ვეცადოთ, ინტენსივობა შევინარჩუნოთ, ამ შემთხვევაში გამარჯვება უფრო გაგვიმარტივდება.“
„ორწელიწადნახევარია მადრიდის „რეალის“ მწვრთნელი ვარ და ამით ვამაყობ. ამ გუნდის სათავეში ყოფნის თითოეული დღე ძალიან ბედნიერია.“
„ტურინელებთან ბერნაბეუზე ძალიან ცუდად ვითამაშეთ და არაერთი მომენტის გაფუჭება დაფიქსირდა. „ბაიერნთან“ ანალოგიურის გაკეთება ფატალური შედეგით დასრულდება, ამიტომ ყურადღებით ვართ.“
„ნაჩო ფერნანდესის პროგრესი აშკარაა, მაგრამ ის ბოლომდე მზად არ არის. რისკების თავიდან არიდებით მიზნით, ესპანელთან ფრთხილად ვმუშაობთ.“
„ისკოსა და კარვახალის სახით უდიდესი ფეხბურთელები გამოგვაკლდნენ, მაგრამ აუცილებლად გამოგვადგებიან.“
„ბენზემა და ბეილი? ნებისმიერ ფეხბურთელს სურს მოედანზე გასვლა და თამაში, ამაში არაფერია არანორმალური. ვთვლი, რომ ისინი უდიდეს ფიგურებს წარმოადგენენ და წლევანდელ სეზონში არაერთ გამარჯვებაში შეიტანეს წვლილი.“
„ანდრეს ინიესტასთან შეხვედრის ბედნიერება რამდენჯერმე მქონდა. ის არის საფეხბურთო ლეგენდა და გენიალური ფეხბურთელი. პატივს ვცემ კატალონიელს და წარმატებას ვუსურვებ.“
„გუტი? არ გამოვრიცხავ, ჩემს მერე „რეალში“ სწორედ ის დაინიშნოს. ესპანელი შესანიშნავად მუშაობს.“
- 28 აპრილი 2018
- 5 962
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.