ინიესტა:„თუ ლიგას „რეალი“ მოიგებს, ამ გუნდის მოტივაცია არ შემცირდება“
ანდრეს ინიესტას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების შესახებ ჰკითხეს...
„მე ვთვლი, რომ „ლივერპული“ უკვე ფინალშია. გასაგებია, რომ „რომამ“ „ბარსელონასთან“ საოცრება ჩაიდინა, მაგრამ იტალიელები იგივეს განმეორებას ვერ შეძლებენ. 1/2 ფინალი „დედაქალაქელთა“ მაქსიმუმი იქნება.“
„რაც შეეხება „ბაიერნისა“ და „რეალის“ წყვილს. აქ ფავორიტი კვლავ არ არსებობს. არავინ იცის რა მოხდება ბერნაბეუზე, თუმცა მინდა გითხრათ, რომ „რეალ“ ფინალში“ გასვლის შემთხვევაში ბოლომდე იბრძოლებს და თუ თასს ზედიზედ მესამედ დაეუფლება, მოტივაცია კიდევ უფრო გაიზრდება, ვინაიდან საქმე გვექნება ძალიან დიდ ისტორიულ მოვლენასთან.“
- 27 აპრილი 2018
- 7 244
- 8